Thursday, June 27, 2019

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებების კვლევა



კვლევის კოლეგებისთვის გაზიარების რეფლექსია

                      
    სსიპ  ქ.თბილისის N167 საჯარო სკოლაში  2019 წლის 5 ივნისს შედგა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროების კვლევის პრეზენტაცია.
(იხ.ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებების კვლევის ანგარიში და რეფლექსია   ,,მასწავლებელთა საჭიროებების დადგენა  ტექნოლოგიების გამოყენებასთან   დაკავშირებით და მათი გაუმჯობესების გზები").

https://drive.google.com/file/d/1ZFf0s2P6yPnw5FAfYPKEvZAy8muE7KMU/view?usp=sharing

     კვლევა განხორციელდა 2018-2019 სასწავლო წლის მეორე სემესტრის განმავლობაში და გრძელდებოდა 6 თვის მანძილზე.
 კვლევის მიზანი იყო  მასწავლებელთა საჭიროებისა და სირთულეების  გამოკვეთა ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით  და მათ ანალიზის საფუძველზე სკოლის ბაზაზე შესაბამისი ინტერვენციების შემუშავება.   
   კვლევის ანგარიში წარმოვადგინე Power Point-ის საპრეზენტაციო ფორმატში. 
 პრეზენტაციის მსვლელობისას მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრებები. ეს იყო არამარტო კვლევის შედეგების გაზიარება კოლეგებისთვის, არამედ გულახდილი საუბარი წარმოდგენილი კვლევის  შესახებ. კოლეგებმა ხაზი გაუსვეს საკვლევი საკითხის მნიშვნელობასა და აქტუალურობას. აღნიშნეს, რომ კვლევის შედეგად დაგეგმილი ინტერვენციების განხორციელებამ ხელი შეუწყო ციფრული კომპეტენციების დახვეწა/განვითარებას. მათ გამოთქვეს სურვილი და მზაობა იმის შესახებ, რომ მომავალშიც დაიგეგმოს და განხორციელდეს სამუშაო შეხვედრები, რათა შექმნან მრავალფეროვანი ელექტრონული რესურსები და აამაღლონ მოსწავლეთა მოტივაცია ელექტრონული რესურსების აქტიური გამოყენებით.
   უკუკავშირისას კოლეგებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს კვლევის ფარგლებში ჩატარებული სამუშაო შეხვედრების ნაყოფიერების შესახებ და იმედი გამოთქვეს, რომ მომავალშიც მოხდება მსგავსი შეხვედრების ორგანიზება.
 მთლიანობაში, ჩემი გაწეული სამუშაო კვლევის წარმოებასა და ინტერვენციების განხორციელებისა, კოლეგებმა დადებითად შეაფასეს. მათ ნდობა გამომიცხადეს სკოლის მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისათვის დაგეგმილ, უკვე განხორციელებულ თუ მომავალში განსახორციელებელ საქმიანობაში, რაც ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და კიდევ ერთი სტიმულია. 
  კოლეგებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებების კვლევის ანგარიში  გაცნობის შემდეგ შეფასების მიზნით ვთხოვე ელექტრონული კითხვარის შევსება Google Drive-ის Google Forms-ში .
                               
            



















3 comments:

  1. კვლევა აქტუალურ საკითხზეა,ნაშრომს აქვს პრაქტიკული ღირებულება.

    ReplyDelete
  2. რუსა, ძალიან კარგად გაქვს ჩამოყალიბებული ყველა ნიუანსი. წარმატებებიიიი

    ReplyDelete
  3. წარმატებები, რუსუდან!

    ReplyDelete